1.4. საჭმლის შეფუთვა

გამოყენებადი მასალები არ უნდა იყოს ტოქსიკური, არ უნდა ტოვებდეს საკვებზე მავნე ნარჩენებს და არ უნდა აზიანებდეს მას. მასალები საკვებს საკმაოდ კარგად უნდა იცავდნენ.

შესაფუთ მასალაზე გამოყენებული საბეჭდი მელანი უნდა იყოს ზომიერად გამოყენებული და შემოწმებული, რათა არ მოხდეს მავნე ნივთიერებების საკვებში გაჟონვა.

ყველა იმ მასალას, რაც უშუალოდ პირდაპირ კავშირშია საკვებ პროდუქტთან, უნდა ქონდეს აღნიშვნელი ვადა.

მასალები უნდა ინახებოდეს სუფთა, მშრალ, მტვრისგან თავისუფალ ტერიტორიაზე და შეძლებისდაგვარათ, საწარმო ფართისგან მოშორებით. ასევე ეფექტურად უნდა იყოს დაცული მავნებლებისგან.