Donnerstag, Oktober 19, 2017
  • 24
  • 12

კავკასიის გენეტიკა და პარტნიორები

“კავკასიის გენეტიკა” არის ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანებულნი არიან რძის სექტორის ექსპერტები, სელექციონერები და ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტები. კომპანია დაფუძნდა 2006წლის დეკემბერში.“კავკასიის გენეტიკამ” საქმიანობა დაიწყო პატარა კომპანიის სახით, რომელიც ემსახურებოდა აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს, დღეისათვის კი წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს მიმწოდებელს სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების სფეროში. 
პროდუქტის ფართო არჩევანი

 

“კავკასიის გენეტიკა” კლიენტს სთავაზობს ყველა ძირითადი სარძეო და სახორცე ჯიშის საქონლის ღრმად გაყინულ სპერმას ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერებისათვის. მრავალფეროვანი გენეტიკური ბაზა უზრუნველყოფს პროდუქტის ფართო არჩევანს, რომელიც აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს.

სარძეო მიმართულების საშუალო პროდუქტიულობა ჯიშების მიხედვით

ჯიში

რძე (კგ)

ცხიმი %

ცილა %

ჰოლშტინური

11 670

3.66 %

3.02 %

ჯერსული

8 254

4.61 %

3.58 %

ტარენტაიზი

4101

3.93 %

3.40 %

წაბლა (შვიცი)

9733

4.00 %

3.30 %

აირშირული

8287

3.83 %

3.13 %

 

 

სახორცე მიმართულების საშუალო პროდუქტიულობა ჯიშების მიხედვით

 

ჯიში

საშუალო ცოცხალი მასა (კგ.)

ახალშობილის წონა (კგ.)

დღეღამიური ნამატი (გრ.)

საკლავი გამოსავალი %

აბერდინ ანგუსური

450-550

25-30

800-950

60-65%

ბიფმასტერი

500-600

25-35

850-1000

55-58 %

 

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს:


 კონსულტაცია მეცხოველეობისსხვა და სხვა საკითხებზე.
 მეცხოველეობის ფერმების აღჭურვილობის, ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო დანადგარებისა და ხელსაწყოების, აგრეთვე მსხვილფეხა პირუტყვის სპერმისა და ემბრიონების დისტრიბუცია და მომსახურება.
 რძის პროდუქტების სექტორისათვის და სადემონსტრაციო ღონისძიებებისათვის კომუნიკაციებისა და მარკეტინგის უზრუნველყოფა.
 კულტურები და დედოები რძის პროდუქტების წარმოებისათვის
 ინვენტარი,მასალები და სხვადასხვა ხელსაწყოები რძის პროდუქტების საწარმოებისათვის
 ლაბორატორიის მოწყობილობები და ჰიგიენური მასალები
 მეცხოველეობის განვითარების პროექტები.

ხელოვნური განაყოფიერებისათვის და ვეტერინარული მომსახურებისათვის ჩვენ ვყიდით ყველა ჯიშის ღრმად გაყინულ სპერმას, დანამატებს, აღჭურვილობებსა და აქსესუარებს სხვადასხვა სახის ცხოველთა და ფრინველისათვის. 

ცოდნისა და გამოცდილების გასარღმავებლად ჩვენ ვიწვევთ უცხოელ და ადგილობრივ ექსპერტებს და ტრეინინგებს ვატარებთ საკუთარ სანაშენე ფერმაში. 

ჩვენ გვაქვს მყარი საძირკველი და რეპუტაცია ჩვენს სფეროში. 

კავკასიის გენეტიკა ყოველთვის გამოგიწვდით საიმედო დახმარების ხელს, განურჩევლად თქვენი მიზნებისა. 

კავკასიის გენეტიკა თქვენი პარტნიორია სანაშენე საქმიანობის წარმატებისათვის.

გახადეთ კავკასიის გენეტიკა თქვენი წარმატების საწინდარი!

პროდუქტები

პარტნიორები